დეტრა ჯგუფის საქმიანობას საინჟინრო სისტემების სრული სერვისით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ ვიღებთ, როგორც პროექტირების სამუშაოებს, ასევე, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და მის შემდგომ მომსახურებას.
დეტრა ჯგუფი წარმატებული საინჟინრო კომპანიაა, ჩვენი გუნდი სფეროს გამოცდილი და წამყვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, პრიორიტეტი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაა.
მოპოვებული წარმატებისა და ნდობის საფუძველს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრები, მენეჯმენტის მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციული ხედვა და ღირებულებები წარმოადგენს. ენთუზიაზმი და კვალიფიციურობა, რომელიც შესრულებულ პროექტებში იკითხება, ხელს გვიწყობს მომხმარებლის თვალში ვპოზიციონირდეთ, როგორც ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური და ხარისხზე ორიენტირებული ბრენდი.
დღეს კომპანია სწრაფი ტემპებით განაგრძობს განვითარებას. მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში, ასევე, კადრების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკვე ვფლობთ არაერთსაერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს.
დეტრა ჯგუფის მთავარ ღირებულებას ადამიანებისთვის უსაფრთხო, ჯანმრთელი და სასიამოვნო გარემოს შექმნაში თანამონაწილეობა წარმოადგენს,სწორედ ამიტომ, ჩვენ უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ პროდუქტს ვიყენებთ.
დეტრა ჯგუფი ზრუნავს ადამიანებსა და გარემოზე.